მინისტრის კომენტარი შაჰინის სკოლაზე

25 თებერვალი 2017, 00:00 3868 ნახვა

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა კომენტარი გააკეთა შაჰინის სკოლასთან დაკავშირებით. ინგა შამილიშვილის განცხადებით  მოსწავლეებს დიდი ნაწილი ქართულ ამერიკულ სასწავლებელში გადავიდა, ნაწილი კი სხვადასხვა საჯარო სკოლაში. ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 23 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი შეწყდა. მიზეზი მოსწავლეთა ჩარიცხვის წესის დარღვევა იყო. სკოლამ აღნიშნული დასკვნა სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო.

ამავე კატეგორიაში