განაღმვითი სამუშაოები გონიოს პოლიგონზე

19 მაისი 2016, 00:00 5760 ნახვა

ე.წ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იწყება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოები საინვესტიციო პროცესების დაწყებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრებად იყენებს, შესაბამისად, სამუშაოების ჩატარების პერიოდში საჭიროა მეპატრონეებმა საქონელი განარიდონ და ალტერნატიული ტერიტორიები გამოიყენონ. აჭარის მთავრობა გონიოს მოსახლეობას მიმართავს ხელი შეუწყონ ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებას, რომელიც ეტაპობრივად დაახლოებით სამი თვის მანძილზე გაგრძელდება. სამუშაოები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც თავდაცვის სამინისტროს 470 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

ამავე კატეგორიაში