ახალი სანავიგაციო მოწყობილობა

25 თებერვალი 2017, 00:00 3539 ნახვა

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის საზღვაო მომნიშვნელი, მცურავი სანავიგაციო ნიშანი, ახლით ჩაანაცვლეს. ნიშანი 3 წელია არ განახლებულა და ამორტიზებული იყო. სამუშაოებში ჩართული იყო ჰიდროგრაფიული კატარღა და სხვა მცურავი საშუალებები. სამუშაოები თურქეთის მხარესთან კოორდინირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა განახორციელა.  

ამავე კატეგორიაში