მეწყერი ქედაში

25 თებერვალი 2017, 00:00 4231 ნახვა

მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში. მიწა მერისის თემის სოფელ გუნდაურში, ავთანდილ დიასამიძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა. სტიქიას ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე. გურამ ბერიძის განცხადებით, ვითარების გართულების შემთხვევაში ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.  

ამავე კატეგორიაში