მოლაპარაკებები სამშობიარო სახლის შესაძლო გასხვისებაზე

20 თებერვალი 2017, 00:00 3316 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი ამბობს, რომ კლინიკას ფინანსური პრობლემები აქვს. ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით ასევე მოლაპარაკებების რეჟიმია საავადმყოფოს მეწილეებთან. უნგიაძე აცხადებს, რომ არსებობს იმის საშიშროება, რომ ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტოს. ერთ-ერთი გამოსავალი კი მისი თქმით, სამშობიარო სახლის ინვესტორზე გადაცემაა, რასაც  აქციონერების ნაწილი ეწინააღმდეგება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში