"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი გამარჯვება

19 თებერვალი 2017, 00:00 2383 ნახვა

"ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს. "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 21:6 მოიგეს. ბოლო წუთზე ლელოს დადება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შეძლო, საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 50:6 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებით ნაკრები სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებს.

ამავე კატეგორიაში