საპროტესტო მაუწყებლობა

18 თებერვალი 2017, 00:00 3639 ნახვა

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. პროტესტის ამ ფორმას არხის დირექტორის მოადგილემ და ტელეკომპანიის ერთ-ერთმა სახემ “საპროტესტო მაუწყებლობა უწოდა.” ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის განცხადება გუშინ გვიან საღამოს გაავრცელა. არხის გათიშვას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. სამოქალაქო სექტორი  და მედია - საშუალებები კი ერთხმად თანხმდებიან, რომ “რუსთავი 2” სატელევიზიო სივრციდან არ უნდა გაქრეს და სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში