საპროტესტო მაუწყებლობა

18 თებერვალი 2017, 00:00 1833 ნახვა

ტელეკომპანია ”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადადის, - ამის შესახებ „კურიერის“ წამყვანმა და დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა. მან მაყურებელს ტელეკომპანიის განცხადება გააცნო. მისი თქმით, ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს. ამ დროისთვის არხს მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს. შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავა 2015 წლის 4 აგვისტოს დაიწყო. ამ დროისთვის საქმე განსახილველად დიდ პალატას აქვს გადაცემული. 

ამავე კატეგორიაში