ისტორიული შენობის დემონტაჟი

17 თებერვალი 2017, 00:00 3605 ნახვა

ბარათაშვილის 24-ში მდებარე შენობა სრულადაა დანგრეული. მძიმე ტექნიკა ადგილზე დღეს დილითაც მუშაობდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოები ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე შეწყვიტეს. კომპანია დარ ბილდინგი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დააჯარიმა 7 ათას 500 ლარით, თუმცა როგორც სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს დარ ბილდინგი დღეს კიდევ დაჯარიმდება 1000 ლარიანი ჯარიმით. ამ დროისთვის კომპანია დანგრეული შენობის ასგილას ნანგრევების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. თუ რატომ გრძელდებოდა აკრძალვის მიუხედავად სადემონტაჟო სამუშაოები ბარათაშვილის 24-ში, ამის გასარკვევად ჩვენ კომპანია “დარ ბილდინგს” დავუკავშირდით, გაყიდვების მენეჯერის, ნინო ფალავანდიშვილის თქმით ისინი ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. 

ამავე კატეგორიაში