დეკანოზის საქმის ახალი დეტალები

16 თებერვალი 2017, 00:00 2700 ნახვა

შეიცვალა თუ არა პროკურატურის პოზიცია, ანუ  იგეგმებოდა თუ არა ''პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა, ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია რადგან საგამოძიებო უწყებაში განმარტებებს დღეს არ აკეთებენ. უწყებამ განმარტება მხოლოდ რამდენიმე მედია საშუალებასთან გააკეთა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ''დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის. თავად ბრალდებული დეტალებზე ისევ არ საუბრობს, სახალხო დამცველი კი  მაღალი თანამდებობის პირებს პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს. პარალელურად კი პოლიტიკურ წრეებში განცხადებები კეთდება.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში