ნიკა გვარამიას საქმე

16 თებერვალი 2017, 00:00 2395 ნახვა

მოწმის სახით ნიკა გვარამიას, თბილისის საქალაქო სასამართლოში  ამ წუთებში კითხავენ. ნიკა  გვარამიას ადვოკატის ინფორმაციით,  პროცედურა არ განსხვავდება საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისგან, უბრალოდ მოწმის დაკითხვა ხდება მოსამართლის თანდასწრებით და მოსამართლე ხელმძღვანელობს პროცესს, კითხვებს კი უსვამს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას შემთხვევაში, მიუხედავად პროცედურებისა, არ არის გამორიცხული მისი დაკავება. ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაკითხვაზე 14 თებერვალს ?????, თუმცა ნიკა გვარამიამ მაშინ უარი თქვა  უწყებაში მისვლაზე. დაკითხვას სასამართლოს გზით მოითხოვს ასევე მამუკა ახვლედიანიც. შეგახსენებთ, საქმე ეხება ,,რუსთავი 2-ისა” და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს

ამავე კატეგორიაში