ხანძარი “ოცნების ქალაქში”

15 თებერვალი 2017, 00:00 2870 ნახვა

ეგრეთ წოდებულ "ოცნების ქალაქში" ხანძრის შედეგად ერთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ხის საცხოვრებელს ცეცხლი დილის საათებში გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. შემთხვევის დროს შენობაში ახალგაზრდა ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავში იმყოფებოდნენ.  მათ ნაგებობიდან გამოღწევა დროულად შეძლეს. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.  უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ვარაუდობს, რომ ხანძარი მოუწესრიგებელმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია, რის გამოც პასუხისმგებლობა ენერგოპროჯორჯიას უნდა დაეკისროს. თუმცა კომპანიაში პასუხისმგებლობას იხსნიან და აცხადებენ, რომ “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლები ქსელის აბონენტები არ არიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვინაიდან ოჯახი თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მისთვის დახმარების გაწევის საკითხი არ განიხილება.

ამავე კატეგორიაში