''ნაციონალური მოძრაობის'' ბრალდება

15 თებერვალი 2017, 00:00 3926 ნახვა

ფიჭვნარში ახალაშენებული საბავშო ბაღის ფასადი და კედლები უკვე  დაზიანებულია - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა განაცხადეს. მერაბ ცინცაბაძე  გამგეობასა და კონტრაქტორ კომპანიას შორის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და პასუხს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სთხოვს. როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, აღნიშნული  საკითხი თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის, შესაბამისად კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. გამგეობაში კი აცხადებენ, რომ შენობა ჩაბარების დროს დაზიანებული არ იყო, რაც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება. ქობულეთის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზაზა კაიკაციშვილის თქმით დაზიანებას საგარანტიო პირობის თანახმად კომპანია გამოასწორებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში