ხანძარი ''ოცნების ქალაქში''

15 თებერვალი 2017, 00:00 2400 ნახვა

ეგრეთ წოდებულ "ოცნების ქალაქში" ხანძრის შედეგად ერთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ხის სახლს ცეცხლი დილის საათებში გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. შემთხვევის დროს შენობაში ახალგაზრდა ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ.  მათ ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოღწევა დროულად შეძლეს. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.  უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ვარაუდობს, რომ ხანძარი მოუწესრიგებელმა ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია, რის გამოც პასუხისმგებლობა ენერგოპროჯორჯიას უნდა დაეკისროს. კომპანიაში პასუხისმგებლობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ოცნების ქალაქის მცხოვრებლები ქსელის აბონენტები არ არიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ვინაიდან ოჯახი თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მისთვის დახმარების გაწევის საკითხი არ განიხილება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი