სასულიერო პირის საქმე

14 თებერვალი 2017, 00:00 2020 ნახვა

ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, არავის ეკითხება საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები. როგორც მეუფე ამბობს, ის ერთადერთი ქართველი ეპისკოპოსია, რომელსაც რუსეთში არ უშვებენ.  მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ საჭიროა გამოძიების შედეგებს დაელოდოს  საზოგადოება. შეკითხვაზე, რატომ გაკეთდა რუსეთის მხრიდან ეს განცხადება, მეუფე ამბობს, რომ ამ საკითხზე სპეცსამსახურები უნდა დაფიქრდნენ. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელმა, პროტოიერეიმ იგორ იაკიმჩუკმა განაცხადა, რომ „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორია საკმაოდ უცნაურია და ამიტომ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ“, - განუცხადა მან  „რია ნოვოსტის“. 

ამავე კატეგორიაში