დიდი ათის გათამაშება

12 თებერვალი 2017, 00:00 2424 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის სარაგბო კომპლექსის ხელოვნურ საფარიან მოედანზე დიდი ათის გათამაშების მე-13 ტურის მატჩი მიმდინარეობს. ბათუმის სარაგბო კლუბი გორის “ჯიქს” ხვდება. პირველი შეხვედრა 13;12 ბათუმის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. ბათუმური კლუბი სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე გორის ჯიქი 34 ქულით მეხუთე პოზიციაზე. ორივე გუნდი პლეიოფში მოხვედრისთვის იბრძვის. შეხვედრის შედეგებს, მომდევნო გამოშვებაში  გაგაცნობთ.  

ამავე კატეგორიაში