ჩანჩხალოს მოსახლეობის მოთხოვნა

08 თებერვალი 2017, 00:00 2006 ნახვა

,,სოფელ ჩანჩხალომდე  მისასვლელი მონაკვეთი არის გადაუწყვეტელი პრობლემა და საჭიროა, ალტერნატიული გზის გაყვანა”-აცხადებს გეოლოგი ტარიელ ტუსკია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სახიფათოა გზის გაწმენდა, მეწყრული პროცესების შესწავლა კი ვიდრე  მიწა არ გაშრება ვერ მოხერხდება.  მეწყერი ჩანჩხალოში გუშინ გვიან ჩამოწვა. ადგილობრივების თქმით, პროცესის  შესაძლო  გააქტიურება  მათ გადაადგილებას საფრთხეს უქმნის. ისინი განსახლებას ითხოვენ. ჩანჩხალოელები მსგავსი მოთხოვნით აქციებს 2 წლის წინაც მართავდნენ. 2015 წელს 65 ოჯახს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 3-დან 5 ლარამდე ერთჯერადი დახმარება გაუწია, 10 ოჯახს კი  ეკომიგრანტთა სახელმწიფო პროგრამით 25 ათას ლარად სახლები შეუსყიდეს. საცხოვრეებლი ბინები გადაეცა 5 ოჯახს შუახევის ცენტრში სოციალურ სახლში. დღეს ჩანჩხალოელები ამ ეტაპზე შემოვლითი გზით სარგებლობენ. 

ამავე კატეგორიაში