ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა

06 თებერვალი 2017, 00:00 2461 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით 2016 წელს, მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მარშრუტებზე ვიზიტორების რიცხვი 2015 წელთან შედარებით 107%-ით გაიზარდა, რაც 5513 ვიზიტს გულისხმობს. აღნიშნულ მარშრუტებზე ასევე გაიზარდა საოჯახო-სასტუმრო სახლების რაოდენობაც. 2016 წელს, ტურისტებსა და ვიზიტორებს 20-ზე მეტი სახლი ემსახურებოდა, რაც 33%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. ვიზიტორების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ მუზეუმებშიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ არსებული სტატისტიკური მონაცემები საოჯახო-სასტუმრო სახლების, მუზეუმებისა და კვების ობიექტების მეპატრონეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა.

ამავე კატეგორიაში