სკოლა გადაწყვეტილების მოლოდინში

06 თებერვალი 2017, 00:00 5202 ნახვა

,,ჩვენ ვსწავლობთ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის საკითხს, ჩვენთვის გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ” -განაცხადა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილმა ბათუმში არსებული შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა. იგი მთავრობის მეთაურს  სკოლის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობაზე რეაგირებას სთხოვს.  ,,მოგმართავთ თხოვნით, თქვენს პირად კონტროლზე აიყვანოთ და დაიცვათ სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები. არავის მისცეთ უფლება, უკანონოდ დახუროს სკოლა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქვეყნის სამსახურშია და არ შეიზღუდოს სკოლის მუშაობა, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან“, -ნათქვამია მიმართვაში. მიმართვის ტექსტი ასევე გადაეგზავნათ განათლების მინისტრს, და სახალხო დამცველს. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში