ვითარება მაღალმთიანეთში

05 თებერვალი 2017, 00:00 1774 ნახვა

თოვს ხულოში, გამგებლის ინფორმაციით შეუფერხებლად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს,  ამ დროისთვის აქაც შიდა სასოფლო გზების გაწმენდა მიმდინარეობს, მოსახლეობას შეუზღუდავად მიეწოდება ელექტროენერგია, შეფერხებული სასწავლო პროცესი კი ორშაბათიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება.  თითქმის დასრულებულია შიდა სასოფლო გზების გაწმენდა შუახევშიც. 

ამავე კატეგორიაში