საპატრიარქოს განცხადება

04 თებერვალი 2017, 00:00 1397 ნახვა

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არის ქვეყნის დაფასება და აღიარება. “ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი, რადგან ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე.  ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ, არამარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში “ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში