გზების გაწმენდა

03 თებერვალი 2017, 00:00 3133 ნახვა

ბათუმის ქუჩებს თოვლისგან ამ წუთებშიც წმენდენ. მოყინულ ქუჩებზე იყრება ტექნიკური მარილი. ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის ადმინიტრაციის უფროსის ირაკლი პაპუნაიშვილის ინფორამციით, ცენტრალური ქუჩების უმეტესობა გაწმენდილია, გარეუბნებსა  და ჩიხებს კი ეტაპობრივად წმენდენ. იმ შემთხვევაში თუ ამინდები შენარჩუნდება,, ირაკლი პაპუნაიშვილი ვარაუდობს, რომ ორ სამ დღეში ქუჩები მთლიანად გაიწმინდება. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ის სრული დატვირთვით მუშაობს, მოძრაობა შეფერხებულია რამდნენიმე ქუჩაზე, კერძოდ, ლერმონტოვის, სულხან საბა ორბელიანის, დემეტრე თავდადებულის, და სულაბერიძის ქუჩებზე, მიზეზი, როგორც პაპუნაიშვილი ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებია . ტრანსპორტი შემოვლითი გზით მოძრაობს.

ამავე კატეგორიაში