ევროპარლამენტის მხარდაჭერა

02 თებერვალი 2017, 00:00 2192 ნახვა

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა. დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. ახლა დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები. საქართველო არის მეორე ქვეყანა მოლდოვას შემდეგ, რომლის  მოქალაქეებსაც ექნება ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის საშუალება ვიზის გარეშე 180 დღეს განმავლობაში. სავარაუდოდ მარტის ბოლოდან ამოქმედდება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოსაზრებები დააფიქსირეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში