ცივი ამინდი 5 თებერვლამდე გაგრძელდება

01 თებერვალი 2017, 00:00 4135 ნახვა

5 თებერვლამდე საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება. დღეს და ხვალ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი იქნება და ითოვებს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. 3 თებერვალს დილიდან შედარებით გამოიდარებს. უნალექო ამინდი 4 თებერვალსაც შენარჩუნდება. ღამის საათებში კი კვლავ ყინვა იქნება.5 თებერვალს კი საქართველოს ცალკეულ რაიონში კვლავ ნალექია მოსალოდნელი.

ამავე კატეგორიაში