ვითარება გზებზე

30 იანვარი 2017, 00:00 3090 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი რაიონში შიდა სასოფლო გზებზე არსებულ ვითარებას აპროტესტებს - მიშა ბოლქვაძე ადგილობრივებს შეხვდა, ის ამბობს, რომ ახალშენში, ორთაბათუმში, ჩაისუბანში და კიდევ 50-მდე სოფელში მოსახლეობას გადაადგილება უჭირს, ვერ ხერხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების დანიშნულების ადგილამდე მისვლაც, და 3 ათასზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მიშა ბოლქვაძე მუნიციპალიტეტის გამგებელსა და აჭარის მთავრობას მოუწოდებს, მიიღონ შესაბამისი ზომები და დროულად მოხდეს სოფელთან მისასვლელი გზების გაწმენდა. პრობლემებზე ადგილობრივებიც საუბრობენ.. საპასუხო კომენტარს გამგეობიდან, მომდევნო საიფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. 

ამავე კატეგორიაში