კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში

27 იანვარი 2017, 00:00 3826 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ოთხ პოზიციაზე სამთვიანი გამოსაცდელი ვადით კონკურს აცხადებს. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 10 თებერვლამდე გაგრძელდება.

კონკურსი ცხადდება ეკონომიკური, შემეცნებით-გასართობი, სპორტული გადაცემის წამყვან-რეპორტიორის და სტილისტ - ვიზაჟისტის პოზიციებზე.

მაუწყებელში დასაქმების მსურველებს პირველ სამ პოზიციაზე უმაღლესი განათლება, ხოლო ერთ შემთხვევაში სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ. აუცილებელია, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოგზავნონ 15 დღის ვადაში ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:HR@ajaratv.ge.

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: http://ajaratv.ge/article/ge/41

ამავე კატეგორიაში