''გაიღე წიგნი''

26 იანვარი 2017, 00:00 3022 ნახვა

სოციალური კამპანიის ,,ეკვილიბრიუმის’’ ფარგლებში, შუახევში სოფელ ჭვანის ბიბლიოთეკას 400-მდე წიგნი გადაეცა. აქციაში ,,გაიღე წიგნი’’ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ჩაერთნენ. ,,ეკვილიბრიუმი’’ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სოციალური აქციაა, რომელიც რეგიონული ბიბლიოთეკების განვითარებას გულისხმობს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია ,,გაიღე წიგნი‘’ გრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ლიტერატურა ხულოს, ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლების ბიბლიოთეკებს გადაეცემა.

ამავე კატეგორიაში