პრეზიდენტის ვეტო

25 იანვარი 2017, 00:00 1239 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს ვეტოს, არგუმენტირებულ შენიშვნებთან ერთად დღეს წარუდგენს. რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ პარლამენტი მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონპროექტი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და კანონს აქვეყნებს 7 დღის ვადაში. თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის ნახევარზე მეტი. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. 

ამავე კატეგორიაში