მთავრობის ადმინისტრაციის გამოხმაურება

25 იანვარი 2017, 00:00 1917 ნახვა

პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ  „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის მოწოდებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ეხმაურება. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მართლმსაჯულებას სასამართლო ახორციელებს და არა აღმასრულებელი ხელისუფლება. „დემოკრატიულ სისტემაში, დამნაშავეები პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულის გამო, რომელსაც შედეგად ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, წამება, პატივისა და ღირსების შელახვა მოჰყვა. ჯოზეფ დაულიმ პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ განცხადება  ბრიუსელში „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

ამავე კატეგორიაში