მოსახლეობის პროტესტი

24 იანვარი 2017, 00:00 1867 ნახვა

ხიხანის ქუჩის მცხოვრებლები ახალციხე-ბათუმის ელექტრო ხაზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, მათ კომპენსაციის სახით შეთავაზებული თანხა არ აკმაყოფილებთ. აქვთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, რომელშიც 1 კვადრატული მეტრი  მიწა  34 ამერიკულ დოლარად არის შეფასებული, კომპანია კი 7 ლარიდან 11 ლარამდე თანხას სთავაზობს. აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, მისი მტკიცებით დარღვეულია ადგილობრივების უფლებები. აქციის მონაწილეები ითხოვენ 10 დღის ვადაში გადაიხედოს და შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს მთავრობის სახლთან გააგრძელებენ. კომპანიის პასუხს კომენატრს მთავარ სიანფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

ამავე კატეგორიაში