ტურიზმის განვითარების სადავო სკოლა

23 იანვარი 2017, 00:00 1910 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი გია აბულაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტს თანხების არაეფექტურ ხარჯვაში ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ ტურიზმის დეპარტამენტმა დააანონსა ტურიზმის მიმართულებით სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება, რაზეც ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ ეს განათლების სამინისტროს ფუნქციებში უხეში ჩარევაა. ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის კრიტიკის ობიექტი აჭარის დასაქმების სააგენტოც გახდა. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მიიჩნევენ რომ სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც სატრენინგო-საგანმანათლებლო მომსახურების შეძენას ითვალისწინებს  ვერ იქნება ეფექტური. ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ პროგრამის დაფინანსებისთვის დამატებითი ხარჯები არ არის საჭირო.  ბრალდებებს უპასუხეს აჭარის დასაქმების სააგენტოშიც.

ამავე კატეგორიაში