სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი 2017, 00:00 2307 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა, “მაღლა აღმართული დროშა არის სიმბოლო სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების,” - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებს და იუნკერებს უმასპინძლა და ომის ვეტერანებს მედლები გადასცა. გიორგი მარგველაშვილმა მედლებითა და ორდენებით, გარდაცვალების შემდეგ, 16 სამხედრო მოსამსახურეც დააჯილდოვა.

ამავე კატეგორიაში