მეწყერსაშიში ზონა

14 იანვარი 2017, 00:00 1887 ნახვა

ერთი თვეა სოფელ გეგელიძეებში ხუთი ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მიზეზი საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყერია, რომელმაც საავტომობილო გზა ჩაკეტა. შემოვლითი გზა არ არსებობს, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები ვერ გადაადგილდებიან. მოსახლეობა გზის გაწმენდას ან ალტერნატიული გზის გაყვანას მოითხოვს. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს ქედის გამგეობაში. მეწყერი გეგელიძეებში 12 დეკემბერს განვითარდა.

ამავე კატეგორიაში