დისკუსია

11 იანვარი 2017, 00:00 2991 ნახვა

უმაღლესი საბჭოს შენობის საკითხის გარდა დეპუტატებთან შეხვედრაზე კიდევ რამდენიმე თემაზე გამახვილდა ყურადღება. ადმინისტრაციული მოწყობა, უფლებამოსილების დელეგრიება, ადამიანის უფლებათა კომისიის მუშაობა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება _ მესამე სექტორთან შეხვედრაზე ამ საკითხებზე ისაუბრეს. დისკუსიის თემა იყო უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაძლიერებაც, ასევე დეპუტატთა გაცდენებზე რეაგირება და ელეტქრონული რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა. დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის მიზანი საკანონმდებლო ორგანოსა და მესამე სექტორს შორის ეფექტურ კომუნიკაციის დამყარებაა.

სწორედ ამ თემაზე იქნება საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“, მაია ვარშანიძის კითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა -გურიის კოორდინატორი მადონა ბერიძე და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი მდივანი, არჩილ ხახუტაიშვილი უპასუხებენ, გადაცემა FM 104.5 -ზე 18.30 წუთზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში